კლდეზე ცოცვა აისში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მეტად განვითარებული მიმართულებაა. ახალბედა და გამოცდილი მეკლდეურები ხან თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ხან კი ლოტკინის მონუმენტზე იკრიბებიან და ერთად ვარჯიშობენ სპორტის ამ ექსტრემალურ სახეობაში. პერიოდულად, ისინი ატარებენ შეჯიბრებს სწრაფცოცვაში და ასე ავითარებენ საკუთარ შესაძლებლობებს. ცოცვით დაინტერესებული პირებისთვის აისის მეკლდეურთა კლუბი ნამდვილად სწორი არჩევანია.