აისის მოლაშქრეთა კლუბი აერთიანებს იმ ადამიანებს, რომელთაც საქართველოს ტერიტორიისა და ბუნების გაცნობა და მისი ფეხით მოვლა სიამოვნებთ. ლაშქრობა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმიანობაა, თუმცა, ისევე როგორც ყველაფერ სხვას, მასაც ცოდნა სჭირდება. მოლაშქრეთა კლუბის წევრები, პირველ რიგში, ეცნობიან ლაშქრობის სწორ პრაქტიკას, თავად გეგმავენ მათსავე გასავლელ მარშრუტებს რუკისა და GPS-ის გამოყენებით, შემდეგ კი ერთად მიდიან საქართველოს ამა თუ იმ მხარის მოსავლელად. მოლაშქრეები ძალიან დიდ დროს უთმობენ სალაშქრო ინვენტარის განხილვას და ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარებას. ამიტომაც, თუ ლაშქრობა გიყვარს, აისში მარტივად იპოვი მსგავსი ინტერესის მქონე ახალ მეგობრებს.