ამ თანამშრომლობას არაერთი გამოვლინება აქვს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოცდილება აისელებისთვის სიმულაციურ სწავლებებში მონაწილეობაა.
🔫უკვე რამდენიმე კვირაა, რაც აისის მოხალისეები მე-4 ქვეითი ბრიგადის სიმულაციურ საწვრთნელ ბაზას ყოველკვირეულად სტუმრობენ. აღნიშნულ შეხვედრებზე მათ შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ცეცხლსასროლი იარაღის და სხვადასხვა სახის ტანკსაწინაარმდეგო ყუმბარმტყორცნების გამოყენების სიმულაციურ სწავლებებში.
🧑🏫ამასთან, მათ შესაბამისი საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით უტარდებათ თეორიული ლექციებიც და ეძლევათ შესაძლებლობა, დაათვალიერონ სხვადასხვა სახის საბრძოლო ტექნიკა.
👨💼აღნიშნული შეხვედრები ძალიან ნაყოფიერია და დროთა განმავლობაში ბევრად მეტი ადამიანი შეძლებს აიმაღლოს ცნობიერება თავდაცვის საშუალებების დანიშნულებისამებრ გამოყენებასთან დაკავშირებით.
⚔️მჭიდრო თანამშრომლობისა და ამ შესაძლებლობებისათვის დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia-სა და მე-4 ქვეითი ბრიგადის შემადგენლობას.




