აისის სამედიცინო კლუბი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და პროდუქტიული კლუბია ჩვენს ორგანიზაციაში. სამედიცინო კლუბის წევრები თანამშრომლობენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან და ატარებენ არაერთ სწავლებას ამ მიმართულებით. ინტერესის ძირითადი სფერო MARCH ალგორითმის მიხედვით დაშავებულისათვის ბრძოლის ველზე პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა, თუმცა დიდი ყურადღება ეთმობა BLS (Basic Life Support)-საც, რაც გულისხმობს დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ისეთი კრიტიკული სიტუაციების დროს, როგორიცაა გულისა და სუნთქვის გაჩერება, წყლით და მყარი სხეულით დახრჩობა და ანაფილაქსიური შოკი. აისის სამედიცინო კლუბის წევრები თავად აორგანიზებენ სწავლებებს, თუმცა ხშირია შემთხვევებიც, როდესაც ისინი ესწრებიან თავდაცვის სამინისტროსა თუ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ ორგანიზებულ სწავლებებს. ამდენად, თუ სამედიცინო კუთხით ცოდნის ამაღლება გსურს, აისის სამედიცინო კლუბში გაწევრიანება ნამდვილად სწორი არჩევანია.