26 მაისი

დღე, როდესაც გაგრძელდა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი, თვითმყოფადი და სუვერენული ქვეყნის ისტორია. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ის გვახსენებს, თუ რაოდენ დიდია დამოუკიდებლად არსებობის მნიშვნელობა და რაოდენ მძიმეა თავისუფლებადაკარგულის ტკივილი. დღეს ჩვენი თავისუფლება იმ გმირების მხრებზე დგას, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება შეალიეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებასა და შემდგომ, მის შენარჩუნებას. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გადავუხვიოთ მათ მიერ არჩეულ გეზს. ჩვენ ვალდებული…

„ორიენტირებით სირბილი“

თავდაცვის ძალების ორგანიზებით, 24 მაისს, ქალაქ ქუთაისის მიმდებარედ ჩატარდა შეჯიბრი „ორიენტირებით სირბილში“. ტურნირი მოიცავდა სპეციალური სპორტული რუკის საშუალებით ნავიგაციას და მონიშნული წერტილების პოვნას. აღნიშნულ შეჯიბრში, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ მოხალისე ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. კერძოდ, საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისისა და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის გუნდებიც. ტურნირი მოხალისეებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. აისის ერთ-ერთმა წევრმა, ჯეიმს კვარაცხელიამ საპრიზო, მე-3 ადგილი დაიკავა. შეჯიბრი…

სწავლებები

მოგვწერეთ

aisiforce@gmail.com