ჩვენი ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ტოპოგრაფიითა და ნავიგაციით არიან გატაცებული, ერთიანდებიან და ქმნიან ტოპოგრაფიისა და ნავიგაციის კლუბს, რომლის მიზანი საზოგადოებაში ამ მიმართულებების განვითარებაა. ჩვენი ტოპოგრაფი ინსტრუქტორები აწყობენ სხვადასხვა სახის შეხვედრებს, სადაც განიხილავენ მათთვის საინტერესო არაერთ საკითხს. ძალიან პროდუქტიულია შეჯიბრების მოწყობაც, სადაც მოხალისეები რამდენიმე წევრისგან შემდგარ ჯგუფებში ერთიანდებიან და ერთმანეთს წინასწარ მონიშნული წერტილების პოვნაში ეჯიბრებიან. თუ ამ სფეროში მცირედი ინტერესი მაინც გაგაჩნია, აუცილებლად უნდა გაწევრიანდე ტოპოგრაფიისა და ნავიგაციის კლუბში.

მოგვწერეთ

aisiforce@gmail.com