ფიზიკური მომზადების კლუბში აისის ის წევრები ერთიანდებიან, რომლებიც საკუთარი ორგანიზმის შესაძლებლობების განვითარებით არიან დაინტერესებულები. ჩვენი ორგანიზაციის გამოცდილი ფიტნეს ინსტრუქტორები დაინტერესებულ მოხალისეებს სრულიად უფასოდ უდგენენ ვარჯიშის პროგრამებს და მათ გვერდით თავადაც ვარჯიშობენ. როგორც წესი, ისინი კიკვიძის სკვერში იკრიბებიან და პარკში არსებულ ინფრასტრუქტურას იყენებენ სხვადასხვა ვარჯიშების შესასრულებლად. ამდენად, ფიზიკური მომზადების კლუბში გაწევრიანება ნამდვილად სწორი ნაბიჯი იქნება, თუ შენი სხეულის განვითარებაზე ფიქრობ.