წარმატებით ჩატარდა ჩვენი მეგობარი ორგანიზაციის, პრაქტიკული სროლის მიერ ორგანიზებული ტურნირი – „პრაქტიკული კარაბინი 2023“.
🎊49 მონაწილე ერთმანეთს ორი დღის განმავლობაში 5 სხვადასხვა ეტაპის ყველაზე სწრაფად დაძლევაში ეჯიბრებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისის არაერთი წევრიც.
🥈შეჯიბრი წარიმართა 3 სხვადასხვა კატეგორიაში. ღია დივიზიონში, სადაც ყველაზე მეტი მონაწილე ასპარეზობდა, საპრიზო, მე-2 ადგილი დაიკავა საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისის წევრმა, ოთარ ალაშვილმა.
🏆ტურნირის გამორჩეული მონაწილე იყო აისის გაზაფხულის საბაზისო კურსის კურსდამთავრებული დაკო დიასამიძეც, რომელიც ქალთა დივიზიონის ერთადერთი წარმომადგენელი იყო. საერთო ჩათვლაში მან 23-ე ადგილი დაიკავა.
🦺გარდა უშუალოდ შეჯიბრზე გამოსვლისა, ჩვენი ორგანიზაციის წევრები ჩართული იყვნენ ტურნირის საორგანიზაციო სამუშაოებშიც.
🔫საქართველოში იარაღის ლეგალურად და უსაფრთხოდ ფლობის კულტურის განვითარებისათვის ამგვარი შეჯიბრების ჩატარება უმნიშვნელოვანესია, რადგან იარაღის ფლობასთან ერთად, კანონმორჩილ მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ იარაღის ეფექტური გამოყენებაც.
📈მოიწონეთ Practical Shooting პრაქტიკული სროლა-ის Facebook გვერდი და გამოიწერეთ Youtube არხი, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოს შეხვდებით ⬇️





