🧑🏫აისელებსა და სხვა მოხალისეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, მამია ბალახაძემ უმასპინძლეს.
📈დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში ვიზიტი დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით. პირველ რიგში, აისელები კიბერუსაფრთხოების შესახებ ჩატარებულ ლექციას დაესწრნენ. ლექციის შემდეგ მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, დაათვალიერეს აკადემია და გაეცნენ იუნკერების სასწავლო პროცესს. დღის ბოლოს კი მოხალისეებს საშუალება ჰქონდათ, ევარჯიშათ ტირის თოფის სროლაში და ეთამაშათ Paintball.
👏ჩვენი ორგანიზაციის სახელით, მადლობას ვუხდით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia-სა და აკადემიის პერსონალს დასამახსოვრებელი მასპინძლობისათვის.




