ეკო კლუბის წევრები აისის ის მოხალისეები არიან, რომლებიც ყველაზე მეტად ფიქრობენ საკუთარი ქვეყნის ბუნების დაცვასა და დანაგვიანებული ადგილების დასუფთავებაზე. ეკო კლუბს თბილისის გარშემო არაერთი მასშტაბური ეკო აქცია ჩაუტარებია. მათი მონაწილეობით, ხშირია გამწვანების აქციებიც. ეკო კლუბი აქტიურად თანამშრომლობს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღთან და სხვა პარტნიორებთან, რათა გაიზარდოს მათ მიერ ჩატარებული ღონისძიებების მასშტაბი. თუ ბუნებაზე ზრუნვა გიყვარს, აუცილებლად უნდა გაწევრიანდე ჩვენს ეკო კლუბში.