საბაზისო კურსი
სამხედრო-სალაშქრო საბაზისო კურსი ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა. როგორც წესი, საბაზისო კურსი 8 კვირის განმავლობაში გრძელდება. სამშბათს და ხუთშაბათს, საღამოს საათებში იმართება სალექციო შეხვედრები, შაბათს და კვირას (უმეტესად, კვირას) კი პრაქტიკული გასვლები. კურსის მიმდინარეობისას ლექციები იმართება არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხზე, როგორც სამხედრო, ისე სალაშქრო და ზოგადი შემეცნების მიმართულებით. პრაქტიკულ შეხვედრებზე კი ხდება თეორიაში მიღებული ცოდნის რეალიზაცია. კურსზე მოხალისეები შეისწავლიან რუკისა და კომპასის გამოყენებით ნავიგაციას, ფიზიკური რუკის კითხვას, დაზარალებულისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, ინდივიდუალური სამხედრო შენიღბვის მეთოდებს, საბაზისო დონეზე სანგრის მოწყობას, კლდიდან დაშვებასა და კლდეზე აცოცებას და ღამე გადაადგილების სპეციფიკას. ამასთან, თითოეულ გასვლაზე დაიტვირთებიან ფიზიკურად, კურსის დასასრულს კი გადალახავენ წინაღობების ხაზს. საბაზისო კურსი სრულდება თეორიული და პრაქტიკული გამოცდით, თუმცა კურსის დასასრულებლად საკმარისია მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება. მათ კი, ვინც პრაქტიკულ გამოცდას ჩააბარებს, გადაეცემათ აისის კამუფლირებული სამხრე. დაჯილდოვების ცერემონია იმართება დიდგორის მონუმენტთან.
მსურველთა სიაში გაწევრიანება
Subtitle
OUR INSTRUCTORS
Some description text for this item