26 მაისი

დღე, როდესაც გაგრძელდა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი, თვითმყოფადი და სუვერენული ქვეყნის ისტორია.

ეს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ის გვახსენებს, თუ რაოდენ დიდია დამოუკიდებლად არსებობის მნიშვნელობა და რაოდენ მძიმეა თავისუფლებადაკარგულის ტკივილი.

დღეს ჩვენი თავისუფლება იმ გმირების მხრებზე დგას, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება შეალიეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებასა და შემდგომ, მის შენარჩუნებას. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გადავუხვიოთ მათ მიერ არჩეულ გეზს. ჩვენ ვალდებული ვართ, ვაქციოთ ჩვენი ქვეყანა ერთიან, ძლიერ, ევროპულ სახელმწიფოდ.

🇬🇪გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

Leave a comment

მოგვწერეთ

aisiforce@gmail.com